понедельник, 4 августа 2008 г.

ბლოგის თემის მოფიქრება

მე ყოველთვის ვიძახი ჩემს თავზე,რომ არასტანდარტული ვარ.ეს გამოიხატება - აზროვნებაში,საქმისადმი მიმართებაში,დიაგნოზის დასმაში და ა.შ.
ადამიანი უნიკალური არსებაა.არ შეეცადოთ მიბაძოთ ვისმეს ეს ტალღა არ ადიდდება.რაც უფრო ორიგინალური იდეები გესახებათ,მით უფრო თქვენი ბლოგი მიმზიდველი იქნება აუდიტორიისათვის.როცა თქვენ ვისმეს კოპირებას აპირებთ,თქვენ ორიგინალური აუკვე არ ხართ.ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავის ნიშა (ადგილი) აი ამ განუსაზღვრელ სივრცეში.ბლოგისთვის როცა დაიწყებთ თემის არჩევას,აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ის რაც თქვენ შეგიძლიათ,მერე ამოირჩიეთ რაც უფრო მეტად იცით,გესმით და მოგწონთ. თუ არ გეყვარებათ ის რასაც აკეთებთ,ვერ გააკეთებთ.კეთების პროცესი რაც უფრო მოგწონთ მით უფრო წარმატებული რეზულტატი იქნება.უნდა ეცადოთ ამოირჩიოთ თქვენი მიზანი და იაზროვნოთ არა დაპროგრამებულად და მოახდინოთ ამ მიზანზე კონცენტრაცია.ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ,რომ ნამდვილი მიზანი -არის იყოთ დამოუკიდებელი და განახორციელოთ თქვენი ოცნებები.
ბლოგი ამის საშუალებას გაძლევთ. არ არსებობს ინტერნეტში თემა,რაზედაც არ დაწერილა,მაგრამ თქვენ... თქვენი მარგალიტი მოძებნე.გისურვებთ წარმატებებს.


http://x-daiana.blogspot.com




ჩემი ონ-ლაინ კონფერენცია

ორშაბათს და ხუთშაბათს 12 საათზე

http://migx.net/meet/

host - sel777

key - daiana





Комментариев нет: