ნებისმიერ საქმეს ან პროდუქტს სჭირდება წარდგენა ,ანუ პრეზენტაცია.
პრეზენტაციის გარეშე ვერ ამოქმედდება მარკეტინგის სისტემა.
მაგრამ ,როგორ უნდა მოვამზადოთ პრეზენტაცია?
ლოურენს სტაუტი-ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი,სტოქგოლმის ეკონომიკური სკოლის პროფესორი რიგაში,გვაწვდის პატარა სახელმძღვანელოს,თუ როგორ დავგეგმოთ პრეზენტაცია.
პრეზენტაციის დაგეგმა შედგება ცხრა ეტაპისგან:
- განსაზღვრეთ რისგან შედგება პრეზენტაციის მიზანი
- გადაწყვიტეთ როგორ უნდა დაამთავროთ პრენტაცია,დაუტოვეთ აუდიტორიას საკვები შემდგომი გააზრებისთვის
- მოიფიქრეთ დაწყება,რომ თავიდანვე ფლობდეთ აუდიტორიის ყურადღებით
- განსაზღვრეთ პრეზენტაციის მთავარი არსი,რომ მისი სტრუქრურა იყოს ლოგიკური და ყველასთვის გასაგები
- თქვენი გამოსვლა უნდა იყოს ცეცხლოვანი,რომ შესძლოთ დააინტერესოთ აუდიტორია
- შექმენით ვიზუალური საშუალებები,ხალხი კარგათ ითვისებს ხმოვან ინფორმაციას რომელიც გამაგრებულია ვიდეო მასალით
- გააკეთეთ აუდიტორიაზე ორიენტაცია,მოერგეთ აუდიტორიას
- მოამზადეთ ჩანაწერები,მაგრამ იშვიათად ჩაიხედეთ
- გაიმეორეთ რამდენჯერმე,მით უფრო დამარწმუნებელი გამოსვლა გექნებათ,როგორც პრეზენტატორს
თუ თქვენ არ ხართ კარგი პრეზენტატორი,თქვენ ვერ იქნებით კარგი გამყიდველი.
ნებისმიერი ადამიანი დღეს რაღაცას ყიდის.
ინფორმაცია ,ნებისმიერი-არის გაყიდვის საგანი.
როგორ გაყიდით-ისეთი წარმატება გექნებათ ბიზნესში.
http://daianamiglife.blogspot.com
ორშაბათს და ხუთშაბათს 12 საათზე